საქართველოს ეროვნული გალერეა ვახტანგ მუსხელიშვილის გამოფენა „რუბიკონს“ მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო დროს შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ვახტანგ მუსხელიშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, 90-იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც უკვე 30 წელია ცხოვრობს, მისი ნამუშევრები კი არაერთი ქვეყნის სახელმწიფო თუ კერძო კოლექციაშია დაცული.