რქაწითელის შემდეგ საფერავის სუბსიდირებაც მოხდება. სახელმწიფო საწარმოები ამ ჯიშის ყურძენს მინიმუმ ლარ-ნახევრად ჩაიბარებენ, რისთვისაც ათი ადგილი იქნება გამოყოფილი. შეთავაზება ითვალისწინებს კომპენსაციების გაცემას იმ მევენახეებზეც, რომლებმაც საფერავი მანამდე უფრო იაფად ჩააბარეს. სუბსიდირების პროგრამა უკვე ამოქმედდა. წელს კახეთში ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდებიან. შარშანდლისგან განსხვავებით, გლეხები პროდუქციის ხარისხს წელს არ უჩივიან.