„რთველი 2023“

როგორ მიმდინარეობს რთველი კახეთში. „რთველი 2023-ის“ საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

ამ დროისთვის გადამუშავებულია 180 ათასი ტონა ყურძენი, რაც სავარაუდო მაჩვენებლის 80 პროცენტია. ლევან მეხუზლას ინფორმაციით, წელს განსაკუთრებული მოთხოვნა რქაწითელის ყურძნის შესყიდვაზეა. ხვალ დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში რთველი დასრულდება, ხოლო მთლიანად რეგიონში პროცესის დასრულებას ოქტომბრის პირველ ნახევარში ვარაუდობენ.