რთველი 2020 და 60 მილიონი ყურძნის ფასის სუბსიდირებისთვის - რა პრობლემები შეუქმნა მეღვინეებს მსოფლიო პანდემიამ, ვის შეეხება სუბსიდია და ვინ შეისყიდის ჭარბ მოსავალს
ორი წლის შემდეგ პირველად სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას ისევ გეგმავს.
ბიუჯეტში ფერმერების და საწარმოების დასახმარებლად თანხა უკვე გათვალისწინებულია. მეღვინეებისთვის დახმარების პირობების დადგენა ახლა მიმდინარეობს. სუბსიდირების პროგრამის აღდგენა „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად შექმნილმა კრიზისულმა ვითარებამ განაპირობა. მეღვინეები ექსპორტის შემცირების გარდა ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრად ვარდნასაც უჩივიან. რთველის პერიოდში კვლავ ამოქმედდება სახელმწიფო ქარხანა, რომელიც გაუსაღებელ პროდუქციას ჩაიბარებს.