რთველი 2020 და 60 მილიონი ყურძნის ფასის სუბსიდირებისთვის – რა პრობლემები შეუქმნა მეღვინეებს მსოფლიო პანდემიამ, ვის შეეხება სუბსიდია და ვინ შეისყიდის ჭარბ მოსავალს

21:17, 23.06.2020

ორი წლის შემდეგ პირველად სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას ისევ გეგმავს.

ბიუჯეტში ფერმერების და საწარმოების დასახმარებლად თანხა უკვე გათვალისწინებულია. მეღვინეებისთვის დახმარების პირობების დადგენა ახლა მიმდინარეობს. სუბსიდირების პროგრამის აღდგენა „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად შექმნილმა კრიზისულმა ვითარებამ განაპირობა. მეღვინეები ექსპორტის შემცირების გარდა ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრად ვარდნასაც უჩივიან. რთველის პერიოდში კვლავ ამოქმედდება სახელმწიფო ქარხანა, რომელიც გაუსაღებელ პროდუქციას ჩაიბარებს.

მსგავსი