ბაზარზე არსებულ მოლოდინებსა და გამოწვევებს ბიზნესომბუდსმენის აპარატში აფასებენ. მათი განცხადებით, ბაზარზე ყურძნის მოთხოვნა-მიწოდებაზე არსებული დისბალანსის მიუხედავად, მევენახეები მოსავლის რეალიზებას მაინც სრულად შეძლებენ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ფასი შარშანდელზე დაბალი იქნება. მიუხედავად ამისა, ბიზსნესომბუდსმენის აპარატი სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას არ მიესალმება, რადგან მათი განცხადებით, ფასები თავისუფალი ბაზრის პირობებში უნდა დარეგულირდეს.