ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები პანდემიის ტალღებსა და ვაქცინაციის საკითხზე.
ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიდგომები და პროგნოზები რადიკალურად განსხვავეუბულია. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მეხუთე ტალღას დაწყებულად აცხადებს, კონკრეტულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას ვარაუდობს და ცალკეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის დაწყებას ემხრობა, ჯანდაცვის მინისტრი კი, საპირისპიროს ამტკიცებს. უწყების პირველი პირის მტკიცებით, ქვეყანაში ჯერ ისევ მეოთხე ტალღაა. ამირან გამყრელიძისგან გასხვავებით, მინისტრი ვირუსის გავრცელების რეპროდუქციულ ინდექსს დაკლებულად აცხადებს და საკმაოდ ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს. აცრის უკიდურესად დაბალი ტემპის მიუხედავად, სამინისტრო სავალდებულო ვაქცინაციის დაწყებას გამორიცხავს და იმედს მარათონზე ამყარებს.
კლინიკები ყოველდღიურად გაზრდილ ზეწოლაზე საუბრობენ. დღეს ვირუსმა კიდევ 46 ადამიანი იმსხვერპლა.