პანდემიის დაწყებიდან პირველად საქართველოში ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 6 000-ს ასცდა.
მეოთხე ტალღის პიკში მყოფ ქვეყანაში კოვიდ-სიტუაცია დასტაბილურების ნაცვლად სულ უფრო უარესდება. ყოველდღე ვირუსს ათეულობით ადამიანი ეწირება. „დელტა“ შტამის სწრაფად გავრცელების შესაკავებლად დღეიდან კიდევ ერთი შეზღუდვა შედის ძალაში. ორთვიანი პაუზის შემდეგ გარე სივრცეში პირბადეების ტარება ისევ სავალდებულო ხდება. მკაცრდება მონიტორინგი ხალხმრავალი შეკრებების გამართვაზეც. შექმნილ უმძიმეს ვითარებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სასწავლო პროცესის განახლების საკითხი. კრიზისია ჰოსპიტალურ სექტორში. რეანიმაციასა და ინტენსიური თერაპიიის განყოფილებებში თავისუფალი ადგილები პრაქტიკულად აღარ არის.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი ამჯერად რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში შევიდა. იქ მყოფ მძიმე პაციენტთაგან აცრილი არცერთი არ არის.