ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყნაში დღითიდღე რთულდება. კორონავირუსი კიდევ 2 261 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი.
საქართველოში აქტიურად ცირკულირებს „დელტა“ შტამი. ვირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულზეა. ამის ფონზე, აცრის მსურველთა რაოდენობა ისევ დაბალია და მოქალაქეთა დიდ ნაწილს პირბადე არც დახურულ სივრცეში არ უკეთია. არსებული რეგულაციების არც დაცვა და არც მათი მკაცრი კონტროლი არ ხდება.