„ომიკრონ“ შტამის სწრაფი გავრცელების გამო, საქართველოში მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში, „კოვიდ19-ს“ 49 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამოვლინდა 8 767 ახალი ინფიცირებული, აქედან მხოლოდ თბილისზე მოდის ხუთი ათასზე მეტი ინფიცირებული. ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების ფონზე, მიმართვიანობამ მოიმატა პედიატრიულ კლინიკებში. ბავშვებში კოვიდის გავრცელების ტემპი საგრძნობლად არის გაზრდილი. სკოლებში ყოველდღიურად სულ უფრო მეტი მშობელი იღებს დისტანციურ სწავლებაზე ბავშვის გადაყვანის გადაწყვეტილებას.