72 პაციენტი გარდაიცვალა და 3 731 მოქალაქე დაინფიცირდა კორონავირუსით გასულ დღე-ღამეში. ვითარება კვლავ რთულია, განსაკუთრებით ლეტალობის კუთხით. ვირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების გამო, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ აუცილებელია მოსახლეობა აიცრას და რეგულაციები იყოს დაცული, რათა ქვეყანა მზად იყოს მართოს ეპიდემიოლოგიური ვითარება.