საქართველოში კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. იზრდება დაღუპულთა რაოდენობა. გასულ 24 საათში „კოვიდ-19“ კიდევ 74 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. გამოვლინდა 4 534 ახალი შემთხვევა. პირველი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე კოვიდპასპორტები ამოქმედდება. სპეციალისტებში ამ დრომდე ორად იყოფა აზრი, უნდა იყოს თუ არა ე.წ. მწვანე პასპორტის მოქმედება კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვის უვადო.