ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ნარჩუნდება. გასულ 24 საათში გარდაიცვალა 47 პაციენტი და გამოვლინდა 5 553 ახალი შემთხვევა. დღიური მაჩვენებელი კვლავ კრიტიკულ ზღვარზეა. სპეციალისტები მძიმე ზამთარს პროგნოზირებენ. ამ ფონზე კი, აცრის მსურველთა რაოდენობა კვლავ მინიმალურია, დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელიც.