საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ გართულდა. 3 221 ახალი შემთხვევა და 54 გარდაცვლილი, – ეს ბოლო 24 საათის მონაცემია. დადებითობის მაჩვენებელი ისევ გაიზარდა. ეპიდემიოლოგები თხოვნითა და მოწოდებით მიმართავენ მოქალაქეებს, რომ ატარონ პირბადე და განსაკუთრებით გააკონტროლონ ეს რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში. პარალელურად, გრძელდება მასობრივი იმუნიზაცია.