რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა პაციენტი. მაღალია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელიც – 3,4% .  ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 645 ტესტი. ახალი შემთხვევებით კვლავ დედაქალაქი ლიდერობს. პარალელურად, ქვეყანაში გრძელდება ვაქცინაცია. დღეს ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. სხდომა 13 საათზე დაიწყება.

მოამბე