რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს რეგიონებში
18:01, 11.02.2022
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 20 ათასამდე ახალი შემთხვევიდან, თითქმის ნახევარი თბილისში დაფიქსირდა. რეგიონებში კი, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 475-ით გაიზარდა. თბილისის შემდეგ, რეგიონების მასშტაბით ყველაზე რთული მდგომარეობა იმერეთშია, სადაც ბოლო დღე-ღამეში 2 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რთული ეპიდვითარების კუთხით, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 327 ინფიცირებულით, შემდეგი – შიდა ქართლი, სადაც 1 184 შემთხვევა დაფიქსირდა და კახეთი – 1 110 ინფიცირებულით. სხვა რეგიონებში 1000-ზე ნაკლები შემთხვევაა. ყველაზე ნაკლები ინფიცირებული კი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთშია, სადაც ბოლო დღე-ღამეში 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 224 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა, საიდანაც საავადმყოფოებში 6 098 მოქალაქე მკურნალობ. ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჰოსპიტალიზაცია ინფიცირებულთა 3 %-ზე ნაკლებ მოქალაქეს დასჭირდა.