საქართველო წითელ ზონაშია – ქვეყანაში გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განსაზღვრავს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა და ბოლო 24 საათში ქვეყანაში 2 616 ახალი კოვიდინფიცირებული გვყავს, გარდაიცვალა 26 პაციენტი. რეკორდულია საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი, რომელმაც 7,19% პროცენტი შეადგინა.
რა განცხადებები გაკეთდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა გარკვეული რეგულაციების გამკაცრება? – გიორგი კობერიძე განავრცობს თემას პირდაპირ ეთერში.