„მაშინ როდესაც ქვეყანაში მხოლოდ 30%-ა სრულად აცრილი და დღეში 6 000-ზე მეტი არ იცრება, პირბადის მოხმარება დაახლოებით 40%-ია და მობილობა იმაზე მაღალია, ვიდრე პანდემიამდე იყო, ამას ემატება ადამიანთა შეკრებები სხვადასხვა მიზეზით (პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური), რამ უნდა გააჩეროს ვირუსი? თქვენი აზრით, აი ასე, თავისით გადაწყვეტს კორონა, რომ საქართველო რაღაცით განსაკუთრებით გამორჩეული ქვეყანაა და მოდი აქ არ გავრცელდებიო? ვირუსის გავრცელებას აჩერებს რეგულაციების დაცვა და აცრა!“ – ეს პოსტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსს, ანა კასრაძეს ეკუთვნის, რომელმაც „მოამბის“ შეკითხვებს უპასუხა.