ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება რთული ეპიდ-ვითარება.
კორონავირუსმა ისევ 58 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში ვლინდება. კრიტიკულად მომატებულია ინფიცირების შემთხვევებიც. კოვიდი დაუდასტურდა კიდევ 5 021 მოქალაქეს. კლინიკები პაციენტებითაა გადატვირთული. ივსება საველე ჰოსპიტალებიც.