ეპიდ-ვითარება ქვეყნის მასშტაბით კვლავ რთულია.
ვირუსმა გასულ დღე-ღამეში 60 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაინფიცირდა კიდევ 2 354 ადამიანი. ახალი შემთხვევების შედარებით შემცირებული რაოდენობა კვირა დღეს უკავშირდება, როდესაც ყველაზე ნაკლები ტესტი კეთდება. ვირუსის გამოვლენის დადებითი მაჩვენებელია 10,29 %. სპორტულ დარბაზში მოწყობილი სავალე ჰოსპიტალი პაციენტებით ყოველდღიურად ივსება.