საქართველო წითელ ზონაში მსოფლიო რუკაზე და ყოველ 100 ათას მოსახლეზე სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, – ბოლო ორი კვირის მონაცემები „ნიუ-იორკ თაიმსმა“ შეაჯამა.
პანდემიის მეოთხე ტალღა საქართველოში უმძიმესი შედეგებით მიმდინარეობს. მხოლოდ ერთ დღეში ქვეყანაში 74 ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა. გადატვირთულია კოვიდ-კლინიკები და საათობრივად იზრდება პაციენტების რაოდენობა საველე ჰოსპიტალშიც, სადაც 200 ინფიცირებულის განთავსების შესაძლებლობაა, თუმცა მძიმე პაციენტების მართვა, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შეუძლებელია. მონაცემები დღეს რამდენჯერმე შეიცვალა და დღის ბოლოს საველე ჰოსპიტალს კიდევ რამდენიმე პაციენტის მიღება მოუწია.
რა სიტუაციაა ადგილზე ამ წუთისთვის, – თეო ბარბაქაძე დეტალებით.