გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კოვიდ-პანდემიის დაწყების შემდეგ.
ბოლო ერთ დღეში 58 ადამიანი დაიღუპა. თბილისის შემდეგ საველე ჰოსპიტლების მოწყობა აჭარასა და იმერეთშიც იწყება. მათი გამოყენების საკითხი მიმდინარე და მომდევნო კვირის მაჩვენებლებზეა დამოკიდებული. ჯანდაცვის სამინისტროში აღიარებენ, რომ ჰოსპიტალურ სექტორში საწოლების მაქსიმალური რაოდენობა ამოწურვის ზღვარზეა. ყველაზე საყურადღებო ზონებად ახლა იმერეთი, კახეთი, შიდა და ქვემო ქართლი სახელდება, სადაც ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებური მატება ფიქსირდება. სტაბილიზაციის ნიშნები შეიმჩნევა წითელ ზონებად მიჩნეულ თბილისსა და აჭარაში. გუშინდელ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით დღევანდელი მონაცემები მცირედით გაუმჯობესდა. მეოთხე ტალღის პიკში მყოფ ქვეყანაში, სამწუხაროდ სამჯერ დაინფიცირების პირველი სავარაუდო შემთხვევები ფიქსირდება.