„კოვიდ-19“-ის პანდემია და ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში.
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 23 134 ადამიანს დაუდასტურდა. სამწუხაროდ ვირუსი კიდევ 33 მოქალაქის სიკვდილის მიზეზი გახდა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან დღემდე შეადგენს 15 174 ადამიანს. ამ ეტაპზე მძიმეა 1 151 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი.
ამ მონაცემების ფონზე რას აცხადებენ სპეციალისტები, – ექიმებს თათია ტაბეშაძე ესაუბრა.