ორშაბათიდან კოვიდ-ინფიცირებულების და მათი კონტაქტების იზოლაციის ვადები მცირდება.
საქართველო პრაქტიკულად ამერიკულ პროტოკოლს ნერგავს, რომლის მიხედვით სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქე იზოლირებული 13 დღის ნაცვლად, 10 დღე იქნება, უსიმპტომო და მსუბუქი კი 10-ის ნაცვლად მხოლოდ – რვა დღე. თუმცა, გარეთ გასვლის შემდეგ მინიმუმ ხუთი დღე პირბადეების ტარება სავალდებულოა. კიდევ უფრო მარტივდება პირობები ინფიცირებულთა კონტაქტებისთვის. ბოლო ერთი კვირაა, საქართველოში ყოველდღე კორონავირუსის საშუალოდ 5 500-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება. „ომიკრონის“ შემთხვევების აღრიცხვა გართულებულია, რადგან ექიმებიც ადასტურებენ, რომ ზოგჯერ სამხრეთ აფრიკულ შტამს „პისიარ“-ტესტიც ვერ ადგენს. დაახლოებითი გათვლებით, ოფიციალურად დაფიქსირებული დღიური შემთხვევების ნახევარი უკვე „ომიკრონზე“ მოდის.