რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება 

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციის ნიშნები არ ჩანს.

ინფიცირების მაჩვენებლები ყოველდღე 4 000-ს აჭარბებს. მაღალ ნიშნულზეა სიკვდილიანობა. ბოლო პერიოდში ქვეყანა ყოველდღე 50-დან 60-მდე ადამიანს კარგავს. ყველა მხრივ გაუარესებული მონაცემების და „ომიკრონის“ სახით ახალი შტამის მოახლოების ფონზე, ვაქცინაცია კვლავ საკმაოდ დაბალი ტემპებით მიმდინარეობს. დღეში საშუალოდ 10-12 000 მოქალაქე იცრება. ახლა მთელი მსოფლიოს მთავარი გამოწვევა სამხრეთ აფრიკული ახალი შტამია, რომელიც უკვე 52 ქვეყანაში ცირკულირებს. „ფაიზერის“ ვაქცინის შემქმნელი კომპანია ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვით „ფაიზერის“ სამი დოზით აცრილ მოქალაქეებს ვაქცინა „ომიკრონის“ შტამისგან მაქსიმალურად იცავს.