„კოვიდი-19“-ით ინფიცირებულ ბავშვებში გარდაცვალების შემთხვევები მატულობს. ვირუსმა 25 დღის ჩვილი იმსხვერპლა. ქვეყანა ლეტალობის მაჩვენებლით კრიტიკულ ზღვარზეა. ყოველდღიურად ანტირეკორდი ფიქსირდება. მაღალია ინფიცირებულთა რაოდენობაც. მომატებულია კლინიკებში მიმართვიანობა. გადატვირთულია რეანიმაციული განყოფილებები. უახლოეს პერიოდში მკურნალობის პროცესში მედიკოსები ახალ მეთოდებს გამოიყენებენ. აცრა, პირბადის ტარება და დისტანცირება – ექიმები ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ მოთხოვნა და რეგულაცია, არამედ აუცილებლობაა სიცოცხლისა და ქვეყნის გადასარჩენად.