რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება 

საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რთული ეპიდ-ვითარებაა. ბოლო პერიოდში, მილიონ მოსახლეზე დაანგარიშებით, ქვეყანა რეიტინგებს როგორც გარდაცვლილთა რაოდენობით, ისე ინფიცირებულთა მაჩვენებლით ლიდერობს. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსმა კიდევ 58 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კრიტიკულად მაღალია ინფიცირების შემთხვევებიც. კოვიდი 5 021 მოქალაქეს დაუდასტურდა. კლინიკები პაციენტებით გადატვირთულია. სწრაფად ივსება საველე ჰოსპიტალებიც.

თეონა ბარბაქაძე დეტალებით.