შექმნიდან 5 საუკუნის შემდეგაც უილიამ შექსპირის პიესა „რომეო და ჯულიეტა“ სიყვარულის სიმბოლოდ რჩება, იტალიის ქალაქი ვერონა კი შეყვარებული წყვილების ყველაზე სასურველ ადგილად. ვია კაპელოს 23 ნომერში ჯულიეტა კაპულეტის აივანთან ტურისტების ნაკადი არ წყდება. საუკუნეების განმავლობაში მონტეგებისა და კაპულეტების ისტორიამ გაგრძელება ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში ჰპოვა. ცნობილმა დრამატურგებმა დადგეს სპექტაკლები, რეჟისორებმა გადაიღეს ფილმები. წინა საუკუნის 40-იან წლებში კი პროკოფიევის მუსიკაზე ლეონიდ ლავროვსკიმ დრამატული ბალეტი დადგა, რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„რომეო და ჯულიეტა“ 10 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ბრუნდება.