პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში

შექსპირის ტრაგედიის გასხვავებული ვერსია თეატრალურ სცენაზე.

მოზარდმაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. „ოტელოს“ ახალ დადგმაში თოჯინებიც იქნება გამოყენებული, რაც მთავარი სიახლეა. ცნობილი პიესის ახლებურად წარმოდგენა კოტე მარჯანიშვილის იუბილეს მიეძღვნება.

წარმოდგენისთვის სპეციალურად შეიქმნა თოჯინები, რომლის ავტორიც ვახტანგ ქორიძეა. სპექტაკლში გამოყენებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, პეტრე ოცხელის ესკიზები. „ოტელოს“ პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში ხვალ და ზეგ გაიმართება.