მსოფლიოს ოთხი ჩემპიონი და არაერთი მედალი მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრებებზე.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ერთ წელიწადში ამდენი მსოფლიოს ჩემპიონი ჯერ არ ჰყოლია.
ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი, ზაზა ფაჩულიას საჩემპიონო ბეჭედი, პირველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი ძალოსნობაში და ტრადიციულად, ქართველი მოჭიდავეების წარმატებული გამოსვლა საერთაშორისო ასპარეზზე.
2017 წელი ქართული სპორტის ისტორიაში ნამდვილად გამორჩეულია.