ქართული სპორტის მუზეუმის აღდგენა

სპორტის მუზეუმი აღდგება და მას ცალკე შენობა ექნება. ეროვნულ მუზეუმში ყოფილი სპორტის მუზეუმის კუთვნილი ფონდები დაათვალიერა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა. სპორტის მუზეუმს საკუთარი ფართი არ გააჩნია და 2018 წლიდან ფონდები დროებით ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზშია განთავსებული. თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა ექსპონატი სათანადოდ მოვლილი და შენახულია და უახლოეს პერიოდში საკუთარი, სპორტის მუზეუმისთვის ცალკე ფართი გამოინახება.