ქართული სპორტი - წარმატებული სეზონი

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველი გულშემატკივარი საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოწმე გახდა. ივნისის დასაწყისიდან დღემდე საფეხბურთო, წყალბურთელთა, კალათბურთელთა და მორაგბეთა ნაკრებებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. თუკი ადრე ძირითადად ინდივიდუალური სახეობების ხარჯზე ხდებოდა წარმატების მიღწევა, 2022 წელს უკვე გუნდურ სათამაშო სახეობებშიც წინსვლაა. ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ, რამ განაპირობა ასეთი ცვლილება და რა პრობლემებია მოსაგვარებელი მომავალში.