სინოპტიკოსები ამაღამ დედაქალაქში მცირე ნალექს ელოდებიან. ზამთრის კურორტებზე კი თოვლია ნავარაუდევი. სპეციალისტების განცხადებით, ინტენსიური თოვლი ბაკურიანსა და გუდაურში 8-15 იანვრამდეა მოსალოდნელი.
8 იანვრიდან დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონში ვარაუდობენ წვიმას, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კი, ნალექის გარდა, მოსალოდნელია თოვლიც.