როგორ ვიქცევით ხვალიდან გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკის ფონზე, ვინ გააკონტროლებს რეგულაციების აღსრულებას და რა სანქციები გველის წესების დარღვევის შემთხვევაში

შემთხვევების მატების კვალდაკვალ მკაცრდება ეპიდ-სიტუაციის კონტროლი.

ხმაურიანი განხილვების შემდეგ დამტკიცებულია კანონი, რომლითაც დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გამოუყენებლობა ფულადი ჯარიმით ისჯება. თუმცა შეზღუდვების მოქმედების ვადა მითითებული არ არის -ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. სოლიდური სანქციებია გათვალისწინებული იუბილის, ქორწილის, ქელეხის თუ სხვა მსგავსი თავყრილობების მოწყობისთვისაც. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ დაწესებული რეგულაციების აღსრულებას შრომის ინსპექციის 400-მდე თანამშრომელი გააკონტროლებს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მონიტორინგი ხვალიდან დაიწყება. ჯერ ისევ ღიად რჩება, თუ რა მექანიზმით მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლი.