შეძლებს თუ არა პოლიტიკური სპექტრი ევროკომისიის ცხრა დავალების შესასრულებლად ერთობლივ მუშაობას, – კვლავ ბუნდოვანია. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით მზაობას აცხადებს, თუმცა მიიჩნევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულება არ სურს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს განვითარებას „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სამუშაო პროცესში თანამშრომლობისათვის კარი ღიაა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის ჩართულობის იმედი ნაკლებად აქვთ.