თბილისში, რუსთაველის გამზირზე ვითარება მთელი ღამის განმავლობაში უკიდურესად დაძაბული იყო.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, დემონსტრანტები სპეცდანიშნულების რაზმის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ. მანამდე კი აქციის მონაწილებს საკანონმდებლო ორგანოს დაკავებისკენ ნიკა მელიამ მოუწოდა.
სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების დაშლა ჯერ წყლის ჭავლით სცადა, ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება კი ღამის პირველ საათსა და ათ წუთზე დაიწყო.