როგორ და ვის მიერ მზადდებოდა ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმა, ვის დაევალა საქმის შესრულება და რას ყვება პროცესში მონაწილე კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი
მძიმედ მოსასმენი კიდევ ერთი ჩვენება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეზე, რომელიც ბადრი პატარკაციშვილს უკავშირდება.
სასამართლომ დღეს პირველად მოუსმინა კუდ-ის ყოფილ თანამშრომელს, რომელსაც გამოძიების ვერსიით, 14 წლის წინ ბიზნესმენის საცხოვრებელი სახლის მისამართით დაშინების მიზნით გამაფრთხილებელი გასროლა უნდა მოეხდინა. ამჟამად დიდ ბრიტანეთში მყოფმა გიორგი ჩიქოვანმა დეტალურად გაიხსენა, ვისგან მიიღო დავალება და რატომ დარჩა გეგმა შეუსრულებელი. მოწმემ კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსნები, ლევან ქარდავა და გია დგებუაძე ახსენა. ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა მამხილებელი ჩვენება აქვს მიცემული ურეკის პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელსაც, რომელმაც საგამოძიებო მასალების მიხედვით, პატარკაციშვილის დაცვა დანაშაულებრივი გეგმის შესახებ გააფრთხილა.