როდის გამოცხადდება სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსში გამარჯვებულები
კვლავ გაურკვეველია როდის გამოცხადდება სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსში გამარჯვებული ავტორები და გამომცემლობები. განათლების სამინისტროს, ახალი კრებულებისთვის გრიფი, 10 აპრილს უნდა მიენიჭებინა, თუმცა მას შემდეგ ეს თარიღი 5- ჯერ შეიცვალა.
მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულას თქმით, თარიღმა გარკვეული ტექნიკური საკითხების გამო გადაიწია თუმცა გამარჯვებულები აუცილებლად თვის ბოლომდე დასახელდება და წიგნების დაბეჭდვაც დაიწყება.
თავად სკოლის ახალი სახელმძღვანელოების ავტორები კი, სამინისტროს მხრიდან არათანმიმდევრულობასა და ხელოვნურად ფორსმაჟორული სიტუაციის შექმნაზე საუბრობენ. გამომცემლობების თქმით, ახალი სახელმძღვანელოები შესაბამისი ხარისხის ვერ იქნება. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, წიგნები 2018-19 სასწავლო წლისთვის მთლიანად უნდა შეიცვალოს.