ევროპარლამენტმა დღეს რობერტა მეცოლა პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით აირჩია. მეცოლა ხმათა უმრავლესობით – 562 ხმით იქნა არჩეული. ის თანამდებობას კიდევ ორ წელიწად-ნახევრი დაიკავებს. არჩევნებში ორი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას – რობერტა მეცოლა და ახლად არჩეული ევროპარლამენტარი ირენ მონტერო. შეგახსენებთ, რომ რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ის ამ თანამდებობაზე 2022 წლის დასაწყისში აირჩიეს. რაც შეეხება, ირენ მონტეროს, ის ესპენალი პოლიტიკოსია, მემარცხენე პარტიის, „პოდემოსის“ წარმომადგენელი.