ბუტა რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.
ბრალდებულების დაკითხვა უკვე დასრულებულია და დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთ წერილობით მტკიცებულებას გამოიკვლევენ. ეს არის ყოფილი სამართალდამცველის, მაიზერ ლიპარტელიანის ჩვენება.
ლიპარტელიანი დიდუბე-ჩუღურეთის საპატრულო პოლიციის ყოფილი ოცმეთაურია, რომელიც შემთხვევის დროს, ღამე, წერეთლის გამზირზე საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებს ხელმძღვანელობდა, მათ შორის ყოფილ მსჯავრდებულ ბაშალეიშვილს.