რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

ბუტა რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ამ უფლებით დავით იაშვილის ადვოკატმა ისარგებლა.

გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ კი დასკვნითი სიტყვა თავად წარმოთქვეს. სამივე მათგანმა სასამართლოს განუმარტა, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობენ და წლების წინ საქმე არ გაყალბებულა.

გურამ დონაძემ თქვა, რომ ის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნილია, რადგან მათ შეხედულებებს არ იზიარებს.

საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრეს ბრალდებულებმა მიქაძემ და იაშვილმაც. წინა სხდომაზე დასკვნითი სიტყვა ირაკლი ფირცხალავას და ზაზა ბაქრაძის ადვოკატებმა წარმოთქვეს.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ზაზა ბაქრაძე  ერთადერთია, რომელიც ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ რობაქიძის საქმე გაყალბდა და ახალგაზრდებს ადგილზე იარაღი სამართალდამცველებმა დაუდეს.

შემდეგი სხდომა 14 დეკემბერს განახლდება.

ზურაბ მიქაძე დასკვნითი სიტყვის წაკითხვას დაასრულებს, რის შემდეგაც მხარეები რეპლიკებს იტყვიან. სავარაუდოდ, ამის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა.