რობაქიძის საქმის განხილვა გრძელდება

12:05, 12.11.2018

ბუტა რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.

ბრალდებულების დაკითხვა უკვე დასრულებულია და დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთ წერილობით მტკიცებულებას გამოიკვლევენ. ეს არის ყოფილი სამართალდამცველის, მაიზერ ლიპარტელიანის  ჩვენება.

ლიპარტელიანი დიდუბე-ჩუღურეთის საპატრულო პოლიციის ყოფილი ოცმეთაურია, რომელიც შემთხვევის დროს, ღამე, წერეთლის გამზირზე საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებს ხელმძღვანელობდა, მათ შორის ყოფილ მსჯავრდებულ ბაშალეიშვილს.

მსგავსი