ბუტა რობაქიძის საქმის მთავარი მოწმე თავისუფალია. ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი განაჩენს ციხის გარეთ დაელოდება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზაზა ბაქრაძემ კვლავ აღიარებითი ჩვენება მისცა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს რობაქიძეს და მის მეგობრებს მანქანაში იარაღი ჩაუდეს. საქართველოდან 2012 წელს წასული და ერთი თვის წინ დაბრუნებული ყოფილი მაღალჩინოსნის მრავალწლიანი დუმილის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს დარბაზში ამჯერადაც დაპირისპირება მოჰყვა.