რობაქიძის საქმე

ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე დღეს სასამართლოს წინაშე პირველად წარდგა.

13-წლიანი დუმილის შემდეგ პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა 2004 წლის 24 ნოემბრის ღამე დეტალურად გაიხსენა. ზაზა ბაქრაძემ ამჯერად უკვე მოსამართლის წინაშე თქვა, რომ რობაქიძეს და მის მეგობრებს დაკავების დროს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონიათ. კრიმინალური პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა გახმაურებულ საქმეში ბრალდებული ოთხივე ექს-მაღალჩინოსანი მტკიცებულებების გაყალბებაში დაადანაშაულა და დაადასტურა, რომ წლების განმავლობაში მასზე ზეწოლას ახდენდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინიდან ცოტა ხნის წინ ჩამოსული ბაქრაძის დაკითხვამ დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. დღევანდელი სასამართლო პროცესი რამდენჯერმე შეწყდა.