ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი რეზოლუციის პროექტზე მუშაობს. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დოკუმენტი დღეს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება. პროექტი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს – მოწოდება მთავრობისადმი, რომ ევროპული ინტეგრაციის კუთხით ძალისხმევა გაძლიერდეს და ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის სათანადოდ მოემზადოს და მიმართვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების დასაჩქარებლად ყველა ნაბიჯი გადადგან.
ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.