რეზო თაბუკაშვილი 95

თუ მტერ-მოყვარეს ვერ გავარჩევთ, მაშინ რის იმედად უნდა ვიყოთ ამ ქვეყანაზე, – ამ სიტყვებით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს 1989 წელს რეზო თაბუკაშვილმა.

მწერალმა, მკვლევარმა და რეჟისორმა მთელი თავისი ცხოვრება ქვეყნის სიყვარულს და საქართველოს ისტორიის კვლევას მიუძღვნა. მისი უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. რეზო თაბუკაშვილი დღეს 95 წლის გახდებოდა.