მომდევნო რეპორტაჟში გავიხსენებთ, როგორ იქმნებოდა საერთაშორისო დონეზე აღიარებული და უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ცნობილი ქართველი ხელოვანის უნიკალური შემოქმედება.
წერა ბავშვობიდან დაიწყო, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განხრით ჩააბარა, შემდეგ კი იყო უშტატო კორესპონდენტის მიერ გამოქვეყნებული პირველი პუბლიკაციები – წლების განმავლობაში შეგროვებულმა ნაწერებმა თეატრსა და კინოში საყოველთაო აღიარება მოუტანა. შემდეგ მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელსაც არსებობის უკვე 40-წლიანი ისტორია აქვს და რომელიც დრამატურგისა და რეჟისორისთვის, როგორც თავად ამბობდა, თეატრალურ ლაბორატორიად იქცა. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, 2019 წელს მისივე მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი, „იცი, დედა, სად ვიყავი“ ოსკარზე იყო წარდგენილი.