რეზო გაბრიაძის წიგნის პრეზენტაცია

„ჩემი პატარა ქალაქი“ – ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, რეზო გაბრიაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

საღამოს ცნობილი მწერლის, სცენარისტის და რეჟისორის შემოქმედების თაყვანისმცემლები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხა სხვადასხვა საჭიროების ბავშვებს მოხმარდება. მასში ავტორის ყველა ის ნაწარმოები შევიდა, რომლებიც ქუთაისთან არის დაკავშირებული.