ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში რეზერვისტების მორიგი გეგმიური შეკრება გაიმართა.
შეხვდრას დაესწრნენ მათი დამსაქმებლები საჯარო და კერძო სექტორიდან, რომლებსაც სამხედრო ქვედანაყოფში თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ და ეროვნული გვარდიის მეთაურმა უმასპინძლეს. სტუმრებს ბაზის დათვალიერების, რეზერვისტების საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. მათ საცხოვრებელი ყაზარმები, საკლასო ოთახები, მართვის ცენტრი მოინახულეს და იმ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გაეცნენ, რასაც 201-ე ბატალიონის სარეზერვო ასეულში ჩარიცხული რეზერვისტები გადიან.