საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში ცნობილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა. მწერლის მშობლიური სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარი დაიხარჯა.
რევაზ ინანიშვილმა ამ სახლში ბავშვობის წლები გაატარა, რაც შემდეგ საკუთარ შემოქმედებაში მოგონებების სახით აღწერა. სახლ-მუზეუმის გახსნის ცერემონიას ოჯახის წევრები, მწერალთა კავშირისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.